
Тavol TL354
Тavol TL354
Tavol TL354 — იდეალური გადაწყვეტაა თქვენი სოფლის მეურნეობისთვის, განსაკუთრებით შეზღუდულ სივრცეებში სამუშაოდ, როგორიცაა ვენახები ან ჩაის პლანტაციები. მძლავრი 35-ცხენისძალიანი ძრავით, სრული ამძრავით და 8+2 გადაცემით, TL354 მზად არის მრავალფეროვანი სამუშაოს შესასრულებლად.
ეს ტრაქტორი ხელმისაწვდომია როგორც კაბინით, ასევე კაბინის გარეშე, რაც სამუშაოს დროს კომფორტსა და მოხერხებულობას უზრუნველყოფს. კომპაქტური ზომებისა და სულ რაღაც 1,3 მეტრი სიგანის წყალობით, რაც მას ვენახის რიგებს შორის მარტივად გადაადგილების საშუალებას აძლევს, TL354 იდეალურად შეეფერება ვიწრო სივრცეებში მუშაობას.
ერთსაფეხურიანი ქურო და მძლავრი 4-ცილინდრიანი ძრავა ამ ტრაქტორს ბაღებში, ვენახებსა და სათბურებში სამუშაოდ საიმედო და ეფექტურ ტექნიკად აქცევს.
25.7 kWt / 35 h.p
ეკონომიური 4-ცილინდრიანი დიზელის ძრავა
ბაღებში, ვენახებსა და სათბურებში სამუშაოდ
კომპაქტური ზომები და მოხვევის მცირე რადიუსი საშუალებას იძლევა, მარტივად გადაადგილდეს ვიწრო რიგებს შორის და იმუშაოს შეზღუდულ სივრცეში.
გარანტია და სერვისი
1 წლიანი გარანტია









